კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა იზრდება, ვინაიდან ჩვენ სხვა ქვეყნებზე უკეთეს ტესტირებას ვატარებთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
მისივე თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში ქვეყანაში ვირუსით გარდაცვალების შემთხვევები კლებას განაგრძობს.
„კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა იზრდება, ვინაიდან ჩვენი ტესტირება უფრო მასიური და კარგია, ბევრად უფრო მასშტაბური და უკეთესი, ვიდრე სხვა ქვეყნების. ეს კარგი ამბავია, მაგრამ კიდევ უფრო კარგი ახალი ამბავი ისაა, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებელმა დაიკლო,“ - წერს ტრამპი.