აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, თუ ქვეყანას ვირუსის მეორე ტალღა შეუტევს, ის არ აპირებს შტატები კიდევ ერთხელ ჩაკეტოს.
"ამბობენ, რომ ეს აშკარად შეიძლება მოხდეს. ეს სტანდარტულად ასეა. ჩვენ ჩავაქრობთ ცეცხლს, თუმცა, ქვეყანას არ ჩავკეტავთ", - განაცხადა ტრამპმა.
ამასთან, ტრამპმა ჟურნლისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ეკლესიების გახსნა სურს.
"ძალიან ბევრი ადამიანი მისვამს შეკითხვას ეკლესიების გახსნასთან დაკავშირებით. მსურს, ქვეყანა ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს. ერთ-ერთი, რისი გაკეთებაც მინდა, არის ეკლესიების გახსნა. ეკლესიებს ბევრი დემოკრატი გუბერნატორი პატივისცემით არ ეპყრობა. მსურს, ეკლესიების გახსნა და ეს ძალიან მალე მოხდება", – განაცხადა ტრამპმა.