აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჯონ ბოლტონის გათავისუფლების მიზეზებზე საუბრობს და აცხადებს, რომ მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში "დიდი შეცდომები დაუშვა". ბოლტონის ერთ-ერთ შეცდომად ტრამპი მის მიერ ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინისთვის წაყენებულ მოთხოვნას ასახელებს: დაეცვა "ლიბიის მოდელი" და ყველა თავის ბირთვულ იარაღზე უარი ეთქვა.
"ჩვენ დიდი წარუმატებლობა განვიცადეთ, როცა ბოლტონმა „ლიბიურ მოდელზე“ საუბარი დაიწყო...რა კატასტროფაა. ის ამას ჩრდილოეთ კორეასთან შეთანხმების მისაღწევად იყენებს? არ ვამტყუნებ კიმ ჩენ ინს იმის გამო, რაც მან ამის შემდეგ თქვა. მან საერთოდ აღარ ისურვა ჯონ ბოლტონთან საქმის დაჭერა", - განაცხადა ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას. აშშ-ის პრეზიდენტის განმარტებით, ის ბოლტონს არც ვენესუელას საკითხთან დაკავშირებით ეთანხმებოდა. ამასთან, ტრამპმა აღნიშნა, რომ ბოლტონი ვერ ეწყობოდა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იმ პირებს, რომლებსაც ტრამპი მნიშვნელოვნად თვლიდა. ტრამპმა მისი მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ ბოლტონი, თანამდებობიდან რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლა.