აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ „დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატ ჯო ბაიდენთან დებატებში მონაწილეობას მიიღებს, თუმცა, მიიჩნევს, რომ ეს უსამართლობაა.
„ჯო ბაიდენთან დებატებში მონაწილეობას მივიღებ, თუმცა ვთვლი, რომ ეს უსამართლობაა. მათ დებატების თემები შეცვალეს და ასევე უსამართლობაა, რომ გვყავს წამყვანი, რომელიც აბსოლუტურად მიკერძოებულია“ - განაცხადა ტრამპმა.
პრეზიდენტობის კანიდადებს შორის დებატები 22 ოქტომბერს ტენესის შტატში გაიამრთება. დებატების ორგანიზატორების განცხადებით, ამჯერად კანდიდადებს სპეციალური ღილაკის მეშვებით მოწინააღმდეგისთვის ხმის გათიშვის შესაძლებლობა ექნებათ, რათა ერთმანეთს საუბარი არ შეაწყვეტინონ.
ამერიკის შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს არის დაგეგმილი.