აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ჩინეთის მარიონეტია.
"ჯანდაცვის მსოფლიო ორანიზაციამ ბევრი ცუდი, ბევრი საშინელი რჩევა მოგვცა და ის ყოველთვის ჩინეთის მხარეს იყო. შეერთებული შტატები მათ წელიწადში 450 მილიონ დოლარს უხდის, ჩინეთი - 38 მილიონს და ისინი ჩინეთის მარიონეტი არიან", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ცნობისათვის, ბოლო პერიოდში დონალდ ტრამპი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ზომების დაგვიანებით მიღებისა და ჩინეთის მიმართ ზედმეტი ნდობის გამო აკრიტიკებს. აშშ-მ ჯანმო-ს დაფინანსება შეუწყვიტა.