დონალდ ტრამპი დიდ ბრიტანეთს ეწვევა. როგორც ბიბისი იტყობინება, თეთრი სახლის ლიდერი სახელმწიფო ვიზიტით ბრიტანეთში ივნისის დასაწყისში ჩავა. დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით დაუნინგ სტრიტზე კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ. შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტი და პირველი ლედი დიდ ბრიტანეთში 2018 წლის ივლისშიც იმყოფებოდნენ ორდღიანი სამუშაო ვიზიტით. მაშინ ტრამპი ბრიტანეთის პრემიერ ტერეზა მეის და დედოფალ ელისაბედს შეხვდა. ტრამპის ვიზიტის დროს ქვეყანაში უსაფრთხოების ზომების გაძლიერებისთვის მაშინ 18 მილიონი ფუნტი დაიხარჯა.