12:59
21 სექტემბერი, 2020, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
დონალდ ტრამპი ისრაელს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ბაჰრეინს შორის გაფორმებულ შეთანხმებებს ახალი ახლო აღმოსავლეთის გარიჟრაჟს უწოდებს
16-09-2020

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ისრაელს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ბაჰრეინს შორის ურთიერთობების ნორმალიზების საკითხზე გაფორმებული შეთანხმებები „ახალი ახლო აღმოსავლეთის გარიჟრაჟია.“

„ათობით წლის განმავლობაში დაყოფისა და კონფლიქტის შემდეგ ახალი ახლო აღმოსავლეთის გარიჟრაჟს აღვნიშავთ, ჩვენ აქ ისტორიის კურსის შესაცვლელად შევიკრიბეთ", - მიმართა აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში შეკრებილ ადამიანებს, სადაც ისრაელმა, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა და ბაჰრეინმა ისტორიულ შეთანხმებებს საზეიმო ვითარებაში მოაწერეს ხელი.

შეთანხმებების გაფორმებას ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუც მიესალმა.

„ეს დღე არის ისტორიის ღერძი, მშვიდობის ახალი გარიჟრაჟის მაცნე,“- აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

ცნობისათვის, არაბული ქვეყნების უმეტესობა ისრაელს ათობით წლის განმავლობაში უცხადებდა ბოიკოტს და აცხადებდა, რომ მასთან ურთიერთობას მხოლოდ მას შემდეგ დაამყარებდა, რაც ისრაელ-პალესტინის დავა გადაწყდებოდა.

AutoPlay
კლინიკა "ბომონდის" ინფორმაციით, კორონავირუსით გარდაცვლილ პაციენტს მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდა
გამოქვეყნდა 0 წუთის წინ
21-25 სექტემბერს, საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი
გამოქვეყნდა 8 წუთის წინ
ექვსთვიანი პაუზის შემდეგ ინდოეთში ცნობილი თაჯ-მაჰალის ტაძარი გაიხსნა
გამოქვეყნდა 50 წუთის წინ
ინდოეთში საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევის შედეგად მინიმუმ 10 ადამიანი გარდაიცვალა
გამოქვეყნდა 51 წუთის წინ
რომელ რეგიონში ფიქსირდება კორონავირუსის 193 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელი
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
ვინ არის კორონავირუსით გარდაცვლილი მე-20 პაციენტი
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები