შშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვაშინგტონი მუშაობს მძლავრ საპასუხო ზომებზე ჩინეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. საქმე ეხება ჩინეთის მთავრობის გადაწყვეტილებას გაავრცელოს ეროვნული უსაფრთხოების კანონი ჰონგ-კონგის ადმინისტრაციული რეგიონზეც, რაც რეგიონის სპეციალურ ეკონომიკურ სტატუსს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.
თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე ტრამპმა განაცხადა, რომ ამ მიმართულებით მუშაობს.
"ვფიქრობ, ეს ძალიან საინტერესო იქნება... რამდენიმე დღეში ვისაუბრებ ამაზე. ჩვენ საკმაოდ ძლიერ საპასუხო ზომებს ვამზადებთ",- აღნიშნა ტრამპმა.