04:37
19 აპრილი, 2021, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
დონალდ ტრამპი "ჰიდროქსიქლოროქინზე" - ვფიქრობ, საწყის ეტაპზე ის ძალიან ეფექტური უნდა იყოს, არ მგონია, მისი მიღებით რამეს კარგავდეთ
29-07-2020

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ „ჰიდროქსიქლოროქინის“ კორონავირუსის დასამარცხებლად გამოყენება ეფექტურია.

„ჩემი გადასახედიდან და მის შესახებ ბევრი რამის წაკითხვისა და უამრავი ცოდნის დაგროვების შემდეგ, ვფიქრობ, საწყის ეტაპზე ის ძალიან ეფექტური უნდა იყოს. არ მგონია, მისი მიღებით რამეს კარგავდეთ, თუმცა პოლიტიკური თვალსაზრისით ის არცთუ ძალიან პოპულარული ჩანს,“- აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
პრეზიდენტის თქმით, კოვიდ 19-ის სამკურნალოდ „ჰიდროქსიქლოროქინის“ გამოყენებაზე უარს მხოლოდ იმიტომ ამბობენ, რომ მისი გამოყენების რეკომენდაცია მან გასცა.

„როდესაც მე რაღაცის რეკომენდაციას ვიძლევი, ისინი აცხადებენ, „არ გამოიყენოთ ეს", - აღნიშნა დინალდ ტრამპმა.

ტრამპმა მიმდინარე წლის მაისში განაცხადა, რომ მან „ჰიდროქსიქლოროქინი“ პროფილაქტიკის მიზნით 14 დღის განმავლობაში მიიღო და პრეპარატს არანაირი გვედრითი ეფექტები არ გამოუვლენია.

მალარიის საწინააღმდეგო პრეპარატი „ჰიდროქსიქლოროქინი“ კორონავირუსის სამკურნალო საშუალებად დამტკიცებული არ არის.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები