აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს თანამშრომლებზე სანქციების დაწესების ბრძანება გასცა.
მედიის ინფორმაციით, ეკონომიკური და მოგზაურობასთან დაკავშირებული სანქციები შეეხებათ სასამართლოს იმ თანამშრომლებს, რომლებიც უშუალოდ იყვნენ ჩათულები ავღანეთში აშშ-სა და მოკავშირე ქვეყნების ჯარისკაცების მიერ ომის დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტის გამოძიებაში.
სანქციები ითვალისწინებს სასამართლოს თანამშომლების ფინანსური აქტივების დაბლოკვას და მათთვის და მათი უახლოესი ნათესავებისთვის აშშ-ში შესვლაზე აკრძალვიდ დაწესებას.
აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ჰააგის სასამართლოს მოქმედებები ამერიკელ ხალხზე თავდასხმაა და ქვეყნის ეროვნულ სუვერენიტეტს უქმნის საფრთხეს.