აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელს ენტონი ფაუჩის „კატასტროფა“ უწოდა.
„ენტონი ფაუჩი კატასტროფაა, მისთვის რომ მომესმინა, 500 000 გარდაცვლილი გვეყოლებოდა,“- განაცხადა ტრამპმა.
მისი თქმით, ამერიკელებს პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები მობეზრდათ.
”ხალხი ამბობს: უბრალოდ თავი დაგვანებეთ. ისინი დაიღალნენ ამით. ხალხი დაიღალა ფაუჩის და ყველა ამ იდიოტის მოსმენით ”, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, ენტონი ფაუჩიმ CBS-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის კოვიდ 19-ით დაინფიცირება სრულებით არ გაკვირვებია.
„შევწუხდი, რომ ის ავად გახდებოდა, როდესაც დავინახე, რომ ხალხში აბსოლუტურად სარისკო სიტუაციაში იყო - ხალხისგან მოშორებით არ იდგა და პირბადე თითქმის არავის ეკეთა. როდესაც ეს ტელევიზიით ვნახე, ვთქვი, ღმერთო ჩემო, ამას კარგი არაფერი მოჰყვება.“, - განაცხადა ფაუჩიმ.