აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ძლიერი ინტერვიუს დროს დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატის, ჯო ბაიდენის ოპონირების შესაძლებლობებს ეჭვქვეშ აყენებს. აღნიშნულის შესახებ დონალდ ტრამპმა Fox News-თან ისაუბრა.
"დასვით ჯო ბაიდენი მსგავს ძლიერ ინტერვიუზე, ის მიწაზე დაეცემა ტირილით, იტყვის: დედიკო, დედიკო, გთხოვ, წამიყვანე სახლში", - განაცხადა პრეზიდენტმა "Fox News Sunday"-ში.
როგორც ტრამპმა აღნიშნა, ჯო ბაიდენი გადაიღალა.
"დაე, ის გამოვიდეს თავისი სარდაფიდან. მე დღეში ოთხი, ხუთი გამოსვლა მაქვს, ინტერვიუს ვაძლევ ყველას, მათაც კი ვისაც ვძულვარ. ყველას სათანადოდ ვპასუხობ",- აღნიშნა ტრამპმა. როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, ბაიდენი კომპეტენტური არ არის იმისთვის, რომ პრეზიდენტი იყოს.