აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მოსახლეობას რეკომენდაციებს აძლევს, თუ როგორ უნდა გაუმკლავდნენ კორონავირუსს.
"დაიბანეთ ხელები, სუფთად იყავით, აუცილებელი არ არის ყველა მოაჯირს ხელი დასტაცოთ. მოიქეცით ისე, როგორც გრიპის დროს", - აღნიშნა ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერეციაზე, რომელიც კორონავირუსის საკითხს მიეძღვნა. ამათან, დონალდ ტრამპმა მოსახლეობას მოუწოდა, პანიკაში არ ჩავარდეს.
"ეს ყველაფერი დასრულდება, ეს დასრულდება. იცით, რომ გრიპის ვირუსის სეზონის დროს 69 000 ადამიანი იღუპება ყოველ წელს. მთავარია, რომ არ უნდა დაპანიკდეთ, რადგან ამის მიზეზი არ არსებობს. ეს გრიპის მსგავსია. ადამიანები გრიპითაც კვდებიან",- აღნიშნა ტრამპმა.