ჩინეთთან, რუსეთთან და ჩრდილოეთ კორეასთან უფრო მარტივია საქმის დაჭერა, ვიდრე „დემოკრატებთან“- ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უისკონსინის შტატში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ ვისთანაა ყველაზე რთული დიალოგი და საქმის დაჭერა, ტრამპმა უპასუხა: „თქვენ ფიქრობთ ჩინეთთან? შეიძლება რუსეთთან? თუ ჩრდილოეთ კორეასთან? არა, ყველაზე რთული საქმის ქონა „დემოკრატებთანაა“. ისინი გაცილებით არაგონივრულები და სინამდვილეში, ცოტა გიჟები არიან“, - განაცხადა ტრამპმა.