აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით აშშ-მ ჩინეთს ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით დახმარება შესთავაზა.
"ვირუსთან დაკავშირებით ჩინეთთან ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია გვაქვს. აშშ-ში ვირუსის ძალიან მცირე შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა სიტუაციას მკაცრად ვაკონტროლებთ. ჩინეთს საჭირო დახმარება შევთავაზეთ. ჩვენ არაჩვეულებრივი ექსპერტები გვყავს!", - დაწერა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ "ტვიტერში".
ამასთანავე, აშშ-მ და კანადამ საკუთარ მოქალაქეებს ჩინეთში გამგზავრებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდეს. კორონავირუსის შემთხვევები ასევე დაფიქსირდა იაპონიაში, ტაივანში, ტაილანდში, ვიეტნამში, სინგაპურსა და ავსტრალიაში.