
„ცალსახად ვგმობ ძალადობას, რომელიც გასულ კვირას ვიხილეთ, ძალადობას და ვანდალიზმს ჩვენს ქვეყანასა და ჩვენს მოძრაობაში ადგილი ნამდვილად არ გააჩნია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ მისი იმპიჩმენტის გამოცხადების შემდეგ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„ბრბოს ძალადობა ეწინააღმდეგება ყველაფერს, რასაც ჩვენი მოძრაობა უჭერს მხარს. ჩემი ჭეშმარიტი მხარდამჭერი არასდროს დაუჭერდა მხარს პოლიტიკურ ძალადობას, ჩემი ჭეშმარიტი მხარდამჭერი არასდროს მოექცეოდა უღირსად სამართალდამცავებს ან ამერიკულ დროშას, ჩემი ჭეშმარიტი მხარდამჭერი არასდროს დაემუქრებოდა ამერიკელებს. თუ თქვენ რომელიმე ეს საქციელი ჩაიდინეთ, თქვენ არ ხართ ჩვენი მოძრაობის მხარდამჭერი, არამედ თავს ესხმით მას და ჩვენს ქვეყანას. ჩვენ ამას ვერ შევეგუებით,“ - აღნიშნა ტრამპმა.





