აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მასზე უფრო ცნობილი მხოლოდ იესო ქრისტეა. ამის შესახებ ტრამპმა ჩრდილოეთ კაროლინის შტატში მხარდამჭერებთან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"ვიღაცამ მითხრა: შენ ყველაზე ცნობილი ადამიანი ხარ მსოფლიოში. მე ვუთხარი: არა, მე არ ვარ. მათ მკითხეს, აბა ვინ არის უფრო ცნობილი და მე ვუთხარი: იესო ქრისტე", - განაცხადა ტრამპმა სიტყვით გამოსვლისას. ვიდრე იესო ქრისტეს შესახებ ისაუბრებდა, ტრამპმა "დემოკრატების" პრეზიდენტობის კანდიდატის ჯო ბაიდენის საარჩევნო გუნდის ორი წევრის კორონავირუსით ინფიცირების გამო წუხილი გამოთქვა. "ნიღბები, ნიღბები... ყველაფერი შეგიძლია გააკეთო, რაც გინდა, მაგრამ მისი დახმარება მაინც გჭირდება", - აღნიშნა ტრამპმა და ზეცისკენ მიუთითა.