აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მას ვიკილიქსის დამფუძნებელ ჯულიან ასანჟის დაკავებასთან დაკავშირებით მოსაზრება არ აქვს, ვინაიდან ამ საქმეში ვერ ერკვევა.
"არაფერი ვიცი ვიკილიქსთან დაკავშირებით. ეს ჩემი საკითხი არ არის. მართლა არ მაქვს მოსაზრება", - განაცხადა ტრამპმა.
თეთრი სახლის ლიდერის თქმით, იგი ელოდება რომ ასანჟის საქმესთან დაკაშირებით საჭირო გადაწყვეტილებას გენერალური პროკურორი უილიამ ბარი მიიღებს.
შეგახსენებთ, ბრიტანეთის პოლიციამ ასანჟი ეკვადორის საელჩოში დააკავა, მას ეკვადორმა თავშესაფარი აღარ მისცა. ასანჟს აშშ-ში ექსტრადირება ემუქრება, სადაც მას საიდუმლო ოფიციალური ინფორმაციის გასაჯაროვებაში ადანაშაულებენ.