აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ფილიპინების პრეზიდენტის როდრიგო დუტერტეს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომელიც ქვეყნებს შორის სამხედრო თანამშრომლობის შეწყვეტას ისახავს მიზნად. ტრამპის თქმით, მას ეს ხელშეკრულება არ აინტერესებს, ხოლო თუ ასე მოხდება, ფულიც დაიზოგება.
"სიმართლე რომ ვთქვა, მე ეს ხელშეკრულება დიდად არც მადარდებდა. ჩვენ ფილიპინებს ძალიან დავეხმარეთ. დავეხმარეთ, რომ დაემარცხებინათ "ისლამური სახელმწიფო". მართლა არ მანაღვლებს თუ ამის გაკეთება სურთ. ამით ფული დაიზოგება", - განაცხადა ტრამპმა.
აღსანიშნავია, რომ ფილიპინებში ჩინეთის გავლენები იზრდება მას შემდეგ რაც ხელისუფლების სათავეში პრეზიდენტი დუტერტე მოვიდა.