"არ ვიცი შეამცირა თუ არა ჩინეთმა კორონავირუსის სტატისტიკა, მე ჩინელი ბუღალტერი არ ვარ" - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პრესკონფერენციის დროს განაცხადა. მისი თქმით, რთულია იმის დადგენა ნამდვილად შემცირდა თუ არა კორონავირუსით დაინფიცირებისადა გარდაცვალების შემთხვევები ჩინეთში.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ კორონავირუსით დაინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევების შეგნებულად შემცირების მიუხედავად, ჩინეთი ყველაფერს აკეთებს ვირუსთან საბრძოლველად.
"მე ვესაუბრე ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს. ჩვენ ერთობლივი ძალისმხევით ვმუშაობთ ვიუსის შესაჩერებლად. ჩინეთი ძალიან ბევრ ფულს ხარჯავს ვირუსის დასამარცხებლად" - განაცხადა ტრამპმა.