04:50
13 დეკემბერი, 2019, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
მმართველი
დონალდ ტრამპი - ამბიციური მილიარდერი პრეზიდენტის სავარძელში
22-10-2019

2016 წელი თვით დონალდ ტრამპისთვის და მისი ამბიციური ხასიათისთვისაც კულმინაციური გამოდგა. ამ წელს გამართულ ამერიკის შეერთებული შტატების არჩევნებზე ქარიზმატულმა მილიარდერმა, გამოცდილ და კარგად გამოწვრთნილ პოლიტიკოსს ჰილარი კლინტონს და მის ძალიან ძლიერ პარტიას აჯობა.

ალბათ, ამდენი ფულის, გავლენისა და ძალის პატრონი თეთრი სახლისთვის ბრძოლას აღარ დაიწყებდა, რომ არა მისი მუდმივად ახალი, იქამდე შეუცნობელი მწვერვალების დაბყრობის სურვილი, ცნობისმოყვარეობა და რა თქმა უნდა,  მანიაკური ლტოლვა ძალაუფლებისკენ. ტრამპის ასეთი წარმატების კიდევ ერთი ძრავი, ალბათ მისი წარმოუდგენელი პატივმოყვარეობა და ავტორიტარული ხასიათია. ტრამპი მარტივად იწყებდა სარისკო პროექტებს და ურთიერთობდა მეტად საეჭვო სახელებთან.

როგორც არ უნდა იყოს, ის გახდა უძრავი ქონების ნამდვილი მეფე და ყველაზე ცნობადი მილიარდერი ამერიკის შეერთებულ შტატებში, თუ მის გარეთ. ამასთანავე მის გარშემო ფანების საკმაოდ დიდი რაოდენობა მოგროვდა, რომლებიც მის მიმართ გულწრფელ სიმპათიებს გამოხატავენ. დონალდ ტრამპის საზოგადოებრივი სახე, საკმაოდ სპეციფიკურია,  ხალხს მასში უხეში, ცოტა კოვბოური ხასიათი მოსწონთ, რითაც იგი თავის დიდ იმპერიას მართავს.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები