კონგრესმა არჩევნების შედეგები დაადასტურა, ახალი ადმინისტრაციის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება, - ამის შესახებ აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ახალ ვიდეო მიმართვაში განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლების შეუფერხებლად გადაცემის პროცესი შერიგებას მოითხოვს.
“ახლა ჩემი ყურადღება ძალაუფლების შეუფერხებლად და მოწესრიგებულად გადაცემის უზრუნველყოფაზეა გამახვილებული. ეს მომენტი მოითხოვს კონსოლიდირებასა და შერიგებას," - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
მოქმედმა პრეზიდენტმა ვაშინგტონში განვითარებულ მოვლენებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მომხდარით აღშფოთებულია.