ფიცის დადების საზეიმო ცერემონიალის შემდეგ, დონალდ და მელანია ტრამპები ტრადიციულ წვეულებას დაესწრნენ. წვეულებაზე აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ, ფრენკ სინატრას ცნობილი სინგლის სახელად My Way-ის ფონზე პირველი ცეკვა შეასრულეს. ცოტა ხანში სცენაზე მეუღლესთან ერთად აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი გამოჩნდა, ბოლოს კი - ივანკა ტრამპი მეუღლესთან ერთად და ტრამპების ოჯახის სხვა წევრები. ცეკვის დაწყებამდე დონალდ ტრამპი სიტყვით გამოვიდა, მოსახლეობას თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ინაუგურაციის დღე დატვირთული, მაგრამ კარგი და სასიამოვნო იყო.