თბილისში, დოლიძის ქუჩაზე, თამარ მეფის სახელობის ტაძართან 40 წლამდე ასაკის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ადგილობრივების განცხადებით, ცხედარი ჩანთაში იყო მოთავსებული. თვითმხილველების ინფორმაციით, ცხედარი იმდენად არის დაზიანებული, რომ მისი ამოცნობა შეუძლებელია. ადგილზე საგამოძიებო და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მუშაობენ.