შინაგან საქმეთა სამინისტრომ დოლაბაურის ქუჩაზე არასრულწლოვანი მუშის გარდაცვალების საქმეზე სამშენებლო კომპანიის დირექტორი დააკავა. სამშენებლო კომპანია “ჯევიკე ჰოსპიტალიტის” დირექტორს სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა ედება ბრალად. გამოძიების ინფორმაციით, სამშენებლო კომპანია თბილისში, დოლაბაურის ქუჩა N29-ში სამუშაოებს უსაფრთხოების წესის დარღვევით აწარმოებდა.
შეგახსენებთ, აღნიშნულ სამშენებლო ობიექტზე 16 ივლისს ლიფტის დემონტაჟის დროს 16 წლის მოზარდი გარდაიცვალა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.