დოკუმენტი, რომელიც უნდა უძლებდეს საუკუნეებს, ვერ უძლებს საათებს. ასე გამოეხმაურა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე პარლამენტის თავმჯდომარის პრეზიდენტისადმი შეთავაზებას. დოლიძის თქმით, შეთავაზებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მათ შორის "ქართულ ოცნებასთან" კონსულტაციის საფუძველზე იქნება მიღებული. მისივე თქნით, ვითარება, რომელიც შექმნილია კონსტიტუციასთან მიმართებაში, წარმოუდგენელია.გუშინ პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე ვეტოს გამოყენება და მხოლოდ იმ შენიშვნების ასახვა შესთავაზა, რომელიც გაუნაწილებელი მანდატების ბონუსების სისტემის გაუქმებასა და ერთჯერადად ბლოკების შენარჩუნებას ეხება.