დოკუმენტი, რომელიც იწყება სიტყვებით - "ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები", ამ ემოციით უნდა დასრულდეს და ხელს ვაწერდეთ თითოეული ჩვენგანი-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კამპანიის "კონსტიტუცია ყველასია" ფარგლებში სტუდენტებთან შეხვედრაზე განაცხადა. როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, ხალხის ემოციის და სულისკვეთების საფუძველზე, განათლებულმა იურისტებმა და კონსტიტუციონალისტებმა უნდა შექმნან მთავარი დოკუმენტი.