ნაფიცმა მსაჯულებმა დოდო გუგეშაშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობასა და მისი შვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის ზ.მ-ს მიმართ გამამტყუნებელი ვერდიქტი ერთხმად მიიღეს. ამის შესახებ "პალიტრანიუსს" საქალაქო სასამართლოდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, ნაფიც მსაჯულთა გამამტყუნებელი ვერდიქტის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულის მიმართ სასჯელის სახედ და ზომად 20 წლით თავისუფლების აღკვეთა განსაზღვრა.