დოდო გუგეშაშვილის მდგომარეობა მცირედით გაუმჯობესდა, თუმცა ის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება და უცნობია გადაიყვანენ თუ არა პალატაში. ასევე გაურკვეველია როდის დაკითხავენ მას გამომძიებლები. მანამდე გავრცელდა ინფრომაცია, რომ "მხედრიონის" ყოფილი ლიდერი დღეს უნდა დაკითხონ.შეგახსენებთ, რომ 7 თებერვალს თადარიგის პოლკოვნიკ დოდო გუგეშაშვილს საკუთარ სახლში თავს დაესხნენ. მასთან ერთად ესროლეს მის შვილს, 33 წლის გრიგოლ გუგეშაშვილს, რომელიც ადგილზე დაიღუპა.