დოდო გუგეშაშვილს მდგომარებიდან გამოსვლამდე და პალატაში გადაყვანამდე არ დაკითხავენ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს გუგეშაშვილის მეგობარმა სამსონ ბრეგვაძემ ღუდუშაურის სახელობის კლინიკასთან განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, ხელოვნური სუნთვის აპარატიდან მოხსნის მიუხედავად, დოდო გუგეშაშვილის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.რაც შეეხება მომხდარის ვერსიას, ბრეგვაძის თქმით, დოდო გუგეშაშვილის მეგობრებს არავითარი ვერსია არ აქვთ.
თადარიგის პოლკოვნიკ დოდო გუგეშაშვილს და მის შვილს 7 თებერვალს, დიღომში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში თავს დაესხნენ. მომხდარის შედეგად, დოდო გუგეშაშვილი დაიჭრა, მისი შვილი, ნოდარ გუგეშაშვილი კი ადგილზე გარდაიცვალა.