02:05
18 თებერვალი, 2020, სამშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
დოდო გუგეშაშვილის დაჭრის და მისი შვილის მკვლელობის საქმე გახსნილია
24-01-2020

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყოფილი თადარიგის პოლკოვნიკის, დოდო გუგეშაშვილის დაჭრისა და მისი შვილის, ნოდარ გუგეშაშვილის მკვლელობის საქმე გახსნა.

აღნიშნულთან დაკავშირებით შსს-ში რამდენიმე წუთის წინ ბრიფინგი გაიმართა.

უწყების განმარტებით, დაკავებულია 1975 წელს დაბადებული ზ.მ.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის და თბილისის პროკურატურის თანამშრომლების მიერ ერთობლივად ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 2018 წელს თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის და მკვლელობის მცდელობის გახმაურებული საქმე გახსნილია.

სამართალდამცველებმა, გრიგოლ გუგეშაშვილის განზრახ მკვლელობისა და დოდო გუგეშაშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულია 1975 წელს დაბადებული ზ.მ.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2018 წლის 7 თებერვალს, თბილისში, დოდო გუგეშაშვილის დროებით საცხოვრებელ სახლში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით გულმკერდის არეში სხეულზე დაზიანებები მიაყენა დოდო გუგეშაშვილს და მის შვილს - გრიგოლ გუგეშაშვილს, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. თავად დოდო გუგეშაშვილი, დროული სამედიცინო დახმარების შედეგად, სიკვდილს გადაურჩა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო და ოპერატიული სამმართველოების და თბილისის პროკურატურის თანამშრომლების მიერ ერთობლივად ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად დადგინდა აღნიშნული დანაშაულის ჩამდენი პირი, რომელიც 2020 წლის 24 იანვარს თბილისში, ბრალდებულის სახით იქნა დაკავებული.

განზრახ მკვლელობისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს", - განაცხადეს შსს-ში.

AutoPlay
გენ. პროკურორობის კანდიდატმა გიგი უგულავას საქმეზე ისაუბრა
გამოქვეყნდა 5 საათის წინ
ტყეში დამწვარ ავტომობილში მამაკაცის ცხედარი იპოვეს
გამოქვეყნდა 6 საათის წინ
სარეიტინგო კომპანია "Fitch"-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი "BB" დონეზე დაადასტურა
გამოქვეყნდა 7 საათის წინ
ევროკავშირმა ბელარუსს იარაღის ემბარგო გაუხანგრძლივა
გამოქვეყნდა 9 საათის წინ
ბურკინა-ფასოში შეიარაღებულმა თავდამსხმელებმა 24 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის პასტორი, მოკლეს
გამოქვეყნდა 9 საათის წინ
გია ჟორჟოლიანი "ქართულ ოცნებას" და უმრავლესობის გარეთ მყოფ დეპუტატებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს
გამოქვეყნდა 9 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
22
26-01-2020
მტკიცებულებები სისტია და დაგენგრევათ ეს საქმე ბერლინის კედლის მსგავსად
სხვა სიახლეები