დოდო გუგეშაშვილი შს მინისტრს მის ოჯახზე თავდასხმისა და შვილის მკვლელობის საქმის პირად კონტროლზე აყვანის თხოვნით მიმართავს. ამ მოტივით გუგეშაშვილს გიორგი გახარიასთან შეხვედრა და საქმის დეტალებზე საუბარი სურს. როგორც მან პალიტრანიუსს განუცხადა, მინისტრს შეხვედრის მოთხოვნით მან წინა კვირას მიმართა, თუმცა გახარიას თბილისში არ ყოფნის გამო პასუხი ამ დრომდე არ მიუღია. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მკვლელს შესაძლოა საქართველო უკვე დატოვებული ჰქონდეს, გუგეშაშვილის თქმით, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ვინაობის დადგენის შემდეგ, მისი პოვნა ნებისმიერ ქვეყანაშია შესაძლებელი. შეგახსენებთ, რომ დოდო გუგეშაშვილსა და მის ვაჟზე შეიარაღებული თავდასხმა 7 თებერვალს მოხდა. დედა-შვილს საცხოვრებელ სახლში დაესხნენ თავს. ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის შედეგად დოდო გუგეშაშვილი გულ-მკერდის არეში დაიჭრა, ხოლო მისი შვილი ნოდარ გუგეშაშვილი ადგილზევე დაიღუპა. თავდამსხმელი ამ დრომდე დაკავებული არაა