თადარიგის პოლკოვნიკი დოდო გუგეშაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრას ითხოვს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მისმა ადვოკატმა განუცხადა. გელა ნიკოლაიშვილის განმარტებით, გუგეშაშვილი ეჭვობს, რომ მასზე და მის შვილზე თავდასხმის საქმის გამოძიებას შესაძლოა ვიღაც ბლოკავდეს, ამიტომ ამ საკითხზე მას შს მინისტრთან შეხვედრა სურს. გუგეშაშვილი და მისი ადვოკატი პოლიციის სამმართველოში იმყოფებოდნენ. მათ აინტერესებდათ, თუ რა ეტაპზეა ამ დროისთვის გამოძიება. ადვოკატის თქმით, მათთვის უცნობია თავმდამსმელის ვინაობა, შესაბამისად, ასევე უცნობია, იმყოფება თუ არა ეს პირი ქვეყანაში.