საქართველოს პრეზიდენტმა შოთა რუსთაველის, ვაჟა-ფშაველას და საქართველოს ეროვნული პრემიის ლაურეატები დააჯილდოვა. მათ შორის არიან მწერალი გურამ დოჩანაშვილი და მხატვარი გიორგი ალექსი- მესხიშვილი. კონკურსზე სულ 62 განაცხადი შევიდა, სპეციალურმა კომისიამ კი 6 გამარჯვებული გამოავლინა. გოგი ალექსი-მესხიშვილს, ალექსანდრე კორსანტიასა და გიორგი შხვაცაბაიას შოთა რუსთაველის სახელობის, ხოლო გურამ დოჩანაშვილს ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიები მიენიჭათ. ამას გარდა, საქართველოს ეროვნული პრემია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსს ერეკლე გამყრელიძეს და მედიცინის მეცნიერებათა დოქტორ ბესიკ იაშვილს მიენიჭა. რუსთაველის პრემია სამ წელიწადში ერთხელ ხუთ ნომინაციაში გაიცემა. თუმცა, პრემია წელს ხუთი წლის შემდეგ პირველად გაიცა. სპეციალურმა კომისიამ წელს რუსთაველის პრემია ფარული კენჭისყრის გზით, მხოლოდ სამ ნომინაციაში გასცა და ლიტერატურისა და კინოს დარგში ლაურეატები ვერ გამოავლინა.