"სიბრძნე სიცრუისა" ქართველი მუსიკოსის, იურისტისა და მწერლის, ტორესა მოსის სადებიუტო რომანი. წიგნი გამოცემულია 2013 წელს, დღემდე მისი 4000 მდე ეგზემპლიარია გაყიდული. ავტორმა რომანი მშობლიურ ქალაქს თელავს მიუძღვნა. მასში მოქმედებები სწორედ თელავში ვითარდება. ნაწარმოების წერა 28 წლის ასაკში დაიწყო და მასზე ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა. მწერალმა რომანში გააერთიანა მუსიკა, ლიტერატურა და გამოსცა პირველი წიგნი სახელწოდებით "სიბრძნე სიცრუისა", რომლის ძირითადი სტრუქტურაც მუსიკალურია. ნაწარმოების მთავარი გმირი 15 წლის ბიჭი, სახელად ნოტია, რომლის ცხოვრებაშიც სხვადასხვა დროს ჩნდებიან პერსონაჟები: დო, რე, მი, ფა, სოლ, ლა და სი.
დო - ნოტის პირველი შეყვარებულია, რომელიც მისი საუკეთესო მეგობრის ცოლი ხდება.რე - მუსიკოსი, რომელიც თანაქალაქელებისთვის სრულიად გაუგებარი პერსონაა. მი - ბავშვობის უახლოესი მეგობარი გოგო, რომელთან ურთიერთობაც წარუმატებელი რომანით სრულდება.ფა - მისტიური უცნობი, ე.წ. „წიგნის მცველი“ რომელთან ურთიერთობაც ნოტისთვის მწარე გაკვეთილი აღმოჩნდება.სოლ - რეს ძველი შეყვარებული, რომელიც ქალაქში მოულოდნელად გამოჩნდება.ლა - ნოტის საუკეთესო მეგობარია, რომელიც მომავალში უღალატებს.სი - კი მთავარი გმირის უკანასკნელი სიყვარული.
ნაწარმოები 8 ნაწილისგან შედგება, რომელსაც საკუთარი სიუჟეტური განვითარების ეტაპები აქვს, მაგრამ თითოეულ ნაწილს მთავარ ხაზთან ნაწარმოების მთავარი გმირი, ნოტი აკავშირებს.