უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება იმედოვნებს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები სანქციების მეექვსე პაკეტთან დაკავშირებით შეთანხმებას ორშაბათამდე მიაღწევენ. ამის შესახებ კულებამ გერმანიაში „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების კოლეგებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა. კულებამ ევროპაში სანქციების მეექვსე პაკეტში ენერგორესურსებზე ემბარგოს შეყვანასთან დაკავშირებით მიმდინარე დებატებს „ევროკავშირის დრამა“ უწოდა. როგორც მან აღნიშნა, უნგრეთის მხარის არგუმენტები არ არის დამაჯერებელი, მაგრამ განმარტა, რომ ოფიციალური კიევი ევროპის დისკუსიაში არ ერევა.