დმანისში „ქართული ოცნების“ ოფისზე თავდახმა მოხდა. ფაქტს შსს-ში ადასტურებენ. „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გოგი მეშველიანის პრესსამსახურის თანამშრომლის ფერიდე ტვილდიანის ინფორმაციით, არიან დაჭრილები.
როგორც „პალიტრანიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე - ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და 236-ე - იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის მუხლით დაიწყო.