დმანისის გადარჩენის ფონდის წარმომადგენლებმა აუქციონში მოგებულ ხესთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს მიმართეს. ისინი ხის მიღება- ჩაბარების აქტს მოითხოვენ. გიორგი ვაშაძის თქმით, დღეს ბოლო ვადაა, როცა მიღება ჩაბარება უნდა გაფორმდეს. მისი განმარტებით, აუქციონში მათი მხრივ კანონით გათვალისწინებული ყველა პირობა შესრულებულია და საბოლოოდ ხის გადაცემას ელოდებიან.