21:08
15 ოქტომბერი, 2019, სამშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
დიზელის საწვავზე ფასი მკვეთრად გაიზრდება - ნავთობიმპორტიორები
17-09-2019

მომავალი წლიდან აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან დიზელის საწვავის იმპორტი საქართველოში ვეღარ განხორციელდება. ამის მიზეზი ხელისუფლების მიერ მიღებული კანონია, რომელიც  1-ლი იანვრიდან უნდა ამოქმედდეს და შედეგად, საქართველო სრულად გადავა  ევრო 5-ის ტიპის დიზელზე. ქვეყანაში დიზელის საწვავის ძირითადი მომწოდებელი აზერბაიჯანია, რომლის ხარისხობრივი მაჩვენებელი ევრო 4-ის სტანდარტს შეესაბამება. ეკონომისტები და ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ აზერბაიჯანულ დიზელს ადგილობრივ ბაზარზე სავარაუდოდ რუსეთიდან იმპორტირებული საწვავი ჩაანაცვლებს და ამით ბაზრის 40%-იანი წილს დაეუფლება. ანალიტიკოსების თქმით ბაზარზე ამგვარი ჩანაცვლება მნიშვნელოვნად შეასუსტებს კონკურენციას, რადგან რუსეთი ამ უპირატესობით ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოთამაშე ხდება და ადვილად შეძლებს ფასებზე გავლენის მოხდენას. სწორედ აღნიშნულის გამო, იმპორტიორები ახალი სტანდარტის ამოქმედების ერთი წლით გადავადებას ითხოვენ.
რადგან საწვავის გაძვირება თითქმის ყველა პროდუქტისა და მომსახურების ფასის ზრდას იწვევს, რეგულაცია, რომელიც რამდენიმე თვეში უნდა შევიდეს ძალაში დისტრიბუტორტა ასოციაციაშიც აფიქრებთ. ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ დიზელზე ახალი სტანდარტის შემოღება დამატებითი წნეხი იქნება ბიზნესისთვის.
ხელისუფლება კი ახალი რეგულაციის მიზეზად, გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირებას ასახელებს.  ,,ტრანპოსრტისა და გზების ასოციაციაში“ ამბობენ, რომ უხარისხო საწვავზე მეტად, ჰაერს, გაუმართავი ავტომობილები და მოძველებული ავტოპარკი აბინძურებს.  ასოციაციის ხელმძღვანელი აზუსტებს, რომ  ქვეყანაში ავტომობილების 91 %  10 წელზე მეტი ხნისაა.  
აღსანიშნავია, რომ  აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის წარმომადგენლები ოფიციალურ განცხადებაში ადასტურებენ, რომ 2021 წლისთვის, მათი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა სრულ მზადყოფნაში იქნება იმისთვის, რომ  ევრო 5-ის ტიპის დიზელი აწარმოოს და მიაწოდოს საქართველოს.

AutoPlay
იანვარ-სექტემბერში ექსპორტი 11.1%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტი 3.3%-ით შემცირდა
გამოქვეყნდა 5 საათის წინ
საფინანსო საქმიანობის საწარმოთა შემოსავლების 75% საპროცენტო შემოსავლებზე მოდის - „საქსტატი“
გამოქვეყნდა 5 საათის წინ
ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ვადა კონსორციუმის დღეს ეწურება - მაია ცქიტიშვილი
გამოქვეყნდა 5 საათის წინ
ტაქსის კომპანიებს კონკურენტი გამოუჩნდა - საქართველოში ქართული ლოჯისტიკური ტაქსის ტექნოლოგიური პლატფორმა "აქსელი" ნულოვანი მოგების მიზნით ფუძნდება
გამოქვეყნდა 8 საათის წინ
"საქსტატი" აზარტულ თამაშებში დადებულ ფსონებსა და მოგებულ თანხას დაითვლის
გამოქვეყნდა 8 საათის წინ
სამუშაოებზე უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტები 38.22%-ით გაიზარდა
გამოქვეყნდა 8 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები