საქართველოში დიზელის საწვავზე „ევრო 5“ სტანდარტი 2020 წლის 1-ლი იანვრიდან აღარ ამოქმედდება. მთავრობის დადგენილების მიხედვით, რეგულაცია ძალაში 2021 წლიდან შევა. პრემიერ-მინისტრმა შესაბამისი დადგენილება 15 ნოემბერს გამოსცა.
შეგახსენებთ, რომ დიზელის საწვავზე „ევრო 5“ სტანდარტის გადავადებას ბიზნესი და იმპორტიორები უკვე რამდენიმე თვეა ითხოვდნენ.
როგორც ნავთობიმპორტიორთა კავშირის აღმასრულებელი დირექტორი აცხადებდა, იმ შემთხვევაში, თუ დიზელზე ახალი ხარისხობრივი ნორმები, 2020 წელს ამოქმედდებოდა, იმპორტში აზერბაიჯანს რუსეთი ჩაანაცვლებდა.