დიზელის საწვავზე „ევრო 5“-ის სტანდარტი არც 2022 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება. ცვლილება, რომელიც ძალაში ჯერ კიდევ 2020 წელს უნდა შესულიყო, ისევ გადავადდა. ინფორმაცია ,,ბიზნესპრესნიუსს" „სოკარის“ გენერალურმა დირექტორმა, ლევან გიორგაძემ დაუდასტურა.
მთავრობის დადგენილებით ირკვევა, რომ „დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების, ანალიზის მეთოდებისა და მათი დანერგვის ღონისძიებათა შესახებ“ მთავრობის 2005 წლის 28 დეკემბრის დადგენილებაში ცვლილები კიდევ ერთხელ შევიდა და და ამოქმედების დრომ 2023 წლის 1-ელ იანვრამდე გადაიწია.
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 1-ლი იანვრიდან, დიზელის ხარისხი ევრო 4 ნორმამდე უკვე გაიზარდა და 2020 წელს ქვეყანა უკვე „ევრო 5“-ზე უნდა გადასულიყო, თუმცა მთავრობამ მორატორიუმი კიდევ ერთხელ, სავარაუდოდ, იქამდე გაახანგრძლივა, სანამ აზერბაიჯანი ქარხნის გადაიარაღებას დაასრულებს, რომელიც „ევრო 5- ის სტანდარტიც დიზელს აწარმოებს. რაც შეეხება ბენზინს, 2017 წლიდან ქვეყანაში ევრო 5 სტანდარტის ბენზინი მოიხმარება.