05:32
26 თებერვალი, 2020, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
დიზაინერმა ჯონათან აივმა Apple დატოვა
02-12-2019

კომპანია Apple-ის მთავარმა დიზაინერმა ჯონათან აივმა კომპანია დატოვა. აღნიშნულის შესახებ გამოცემა Verge წერს. ის პასუხისმგებელი იყო კომპანიის სხვადასხვა პროდუქციის გარე დიზაინზე.

Apple-მა ჯერ კიდევ ივლისში განაცხადა, რომ აივი წლის ბოლომდე დატოვებდა კომპანიას. ამ მომენტისთვის კი მისი სახელი კომპანიის ტოპ-მენეჯერების სიაში არ ირიცხება. ცნობისათვის, აივი კომპანიაში 1992 წელს მოვიდა და 1996 წელს მისი მთავარი დიზაინერი გახდა.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ამიერიდან კომპანიის პროდუქციის დიზაინზე პასუხისმგებელი იქნება ჯეფ ვილიამსი, რომელიც ოპერაციების დირექტორის პოსტს იკავებდა. დიზაინის მიმართულებაში ასევე ჩაერთვება ევანს ჰენკი, რომელიც ბოლო დროს ერთ-ერთი მთავარი დიზაინერი იყო კომპანიაში.

AutoPlay
"100 ახალი საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს" - ნათია თურნავამ ბიზნეს სექტორს ახალი საინვესტიციო პროექტი გააცნო
გამოქვეყნდა 13 საათის წინ
როგორ გამოიყურება ფოლადისგან დამზადებული იახტა, რომელიც 12 მილიონი ღირს
გამოქვეყნდა 18 საათის წინ
იტალიის კიდევ ერთი ქალაქი ახალმოსახლეებს ელოდება - რა შეღავათებს დაუწესებს ხელისუფლება მობინადრეებს
გამოქვეყნდა 18 საათის წინ
Saudi Aramco ქვეყნის უმსხვილესი გაზის საბადოს დამუშავებას იწყებს
გამოქვეყნდა 18 საათის წინ
თბილისის მერია "ყვითელი მიკროავტობუსების" ჩანაცვლებას იწყებს
გამოქვეყნდა 18 საათის წინ
კომერციულმა ბანკებმა ვალუტის ყიდვა-გაყიდვით 359 მლნ ლარზე მეტი მიიღეს
გამოქვეყნდა 18 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები