კარაკასში დიზაინერ კაროლინა ერერას ძმისშვილი მოკლეს. როიტერის ინფორმაციით, 34 წლის რეინალდო ერერა ბიზნეს-პარტნიორთან 31 წლის ფაბრიციო მენდოზასთან ერთად გარდაცვლილი ავტომობილში იპოვეს. მომხდართან დაკავშირებით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. გამოძიების ვარაუდით, ისინი 11 მაისს და დახოცეს. ხელისუფლების წარმომადგენელმა ადგილობრივ სატელევიზიო არხს განუცხადა, რომ გამტაცებლებმა გამოსასყიდი მოითხოვეს, თუმცა თანხის ოდენობა ოფიციალურ პირს არ დაუსახელებიათ.