ბათუმის უნივერსიტეტის დისციპლინური კომისია დღეს მეორე კურსის სტუდენტს მოუსმენს, რომელიც უნივერსიტეტის ლექტორს ომარ მახარაძეს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს.
იბსუ-ს ლექტორი ომარ მახარაძე უკრაინაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, იგი საქართველოში 28 მაისს დაბრუნდება. რაც შეეხება სტუდენტის ბრალდებას, ლექტორი ფაქტს უარყოფს და აცხადებს, რომ გამოძიებას ელოდება. ომარ მახარაძე ბათუმის საკრებულოს წევრია.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა ლექტორის მიმოწერა გაასაჯაროვა.