2019 წელს გამოცემული წარმატებული ბლოკბასტერის შედეგად Disney გახდა პირველი კომპანია კინოინდუსტრიაში, რომელმაც ერთ წელიწადში 10 მილიარდი დოლარის სალარო შემოსავალი მიიღო.
9 დეკემბრის მონაცემებით, კომპანიამ ჩრდილოეთ ამერიკაში 3 მილიარდ 300 მილიონი, ხოლო დანარჩენ მსოფლიოში 6 მილიარდ 700 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. აქამდე კომპანიის რეკორდულ მაჩვენებელს წარმოადგენდა 2016 წელს მიღებული 7 მილიარდ 600 მილიონი დოლარის სალარო შემოსავალი.
აღსანიშნავია, რომ ეს 10 მილიარდი საბოლოო ციფრი არ არის. ამ დრომდე ეკრანებზე წარმატებით გადის ანიმაციური ფილმი „გაყინული 2“, რომელიც ამ დღეებში გადალახავს მილიარდიან ზღვარს სალარო შემოსავლებით. ხოლო 20 დეკემბერს ეკრანებზე გამოდის კომპანიის წლის უკანასკნელი ბლოკბასტერი „ვარსკვლავური ომები: სქაივოლქერის აღზევება“, შედეგად კი ყველანაირი წინასწარი პროგნოზით კომპანიისთვის 11 მილიარდის სალარო შემოსავალი ძალიან რეალისტურია.