Disney-მ „ობი-ვან კენობის“ სრული ტრეილერი და პოსტერი გამოაქვეყნა - Palitra News

Disney-მ „ობი-ვან კენობის“ სრული ტრეილერი და პოსტერი გამოაქვეყნა

2022-06-29 10:44:08+04:00

Disney-მ სერიალის „ობი-ვან კენობი“ პირველი სრული ტრეილერი გამოაქვეყნა.სერიალის მოქმედება ვარსკვლავური ომების მესამე ეპიზოდის - „სითჰების შურისძიების“ მოვლენებიდან 10 წლის შემდეგ განვითარდება. ჯედაი ობი-ვან კენობის როლს კვლავ იუან მაკგრეგორი ასრულებს, დართ ვეიდერის როლს კი ჰეიდენ კრისტიანსენი დაუბრუნდა.