კინოსტუდია The Walt Disney Company-ის ხელმძღვანელმა რობერტ აიგერმა კომპანია Apple-ს დირექტორთა საბჭოს დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული ჟურნალი The Hollywood Reporter-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, აიგერმა საბჭო 10 სექტემბერს, მას შემდეგ დატოვა, რაც Apple-მა საკუთარი სტრიმინგ სერვისის - Apple TV+-ის მიმდინარე წლის 1-ლი ნოემბრიდან ამოქმედების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.