დისნეი თავისი კლასიკად ქცეული ანიმაციის „ფიფქია და შვიდი ჯუჯა“ კინოვერსიას იღებს, ფილმის რეჟისორი მარკ უები გახლავთ. ფიფქიას როლზე უკვე მსახიობიც დაამტკიცეს: რეიჩელ ზეგლერი, რომელიც ჰოლივუდის ახალგაზრდა ამომავალი ვარსკვლავია.ფიფქიამდე ამ დამწყები ამერიკელი მსახიობის დიდი დებიუტი სტივენ სპილბერგის მიუზიკლში West Side Story (უესტსაიდური ამბავი) შედგება, რომლის პრემიერაც 2021 წლის ბოლოსაა დაგეგმილი. აღსანიშნავია, რომ ეს პირველი მცდელობა არ იქნება, როცა ამ ამბავს ახალი ფილმის შესაქმნელად იყენებენ: 2012 წელს გამოვიდა Mirror Mirror (სარკევ, სარკევ) ჯულია რობერტსისა და ლილი კოლინზის მონაწილეობით და Snow White and the Huntsman (ფიფქია და მონადირე) შარლიზ ტერონისა და კრისტენ სტიუარტის შესრულებით.რაც შეეხება ახალ ფიფქიას, მას, დიდი ალბათობით, 2022 წელს ვიხილავთ.