„დალას მევერიკსის“ ლეგენდარული კალათბურთელი დირკ ნოვიცკი 3 აგვისტოს საქართველოში ჩამოვა. გერმანელი კალათბურთელის მასპინძელი ზაზა ფაჩულიას აკადემია იქნება, სადაც სტუმარი სპორტსმენებს შეხვდება და საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს.41 წლის ფორვარდმა NBA-ში 21 სეზონი გაატარა და „დალასის“ ღირსებას 1998 წლიდან იცავდა. 2015-2016 წლებში კი ის ზაზა ფაჩულიას თანაგუნდელი იყო. შეგახსენებთ, რომ ნოვიცკი გახდა პირველი ევროპელი კალათბურთელი, რომელმაც NBA-ში MVP-ის ტიტული მოიპოვა.