ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს. დიპლომატიური კორპუსის ინიციატივით გამართულ შეხვედრაზე საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა საარჩევნო სისტემაა. ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, ისინი ე.წ. გერმანული მოდელის დათმობას არ აპირებენ. თავის მხრივ, მმართველი გუნდის წევრები აღნიშნავენ, რომ ისინი ოპოზიციას კიდევ ერთხელ აუხსნიან, რომ მათ მიერ შეთავაზებული ფორმით „გერმანული მოდელი“ საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამოა. შეხვედრას საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია, მმართველი გუნდისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მათ შორის ამერიკის, გერმანიის და ევროკავშირის ელჩები ესწრებიან.